Blog

ახალშექმნილ ბაღაბშების ოჯაშიც იშვა პირველი პატარა გოგონა, ავადმყოფობის გამო კი მალევე გარდაიცვალა, როგორც პატარა გოგონას ბიძა იხსენებს გარდაცვალებამდე უფროს ძმას ეკავა  ჩვილი, უცნაურად ბედნიერი სახით გარდაიცვალა, ასეთი გაღიმებული სახით გამოეთხოვა პატარა თინათინი ოჯახს.

წელიწად ნახევარში, 1972 წლის 22 თებერვალს სიცოცხლეს მოევლინა ემილიანა, ბაღაბშების ოჯახში ემილიანა თინათინის შემდეგ მეორე შვილი იყო, მაგრამ უკვე პირველი. ყველა მას დასტრიალებდა თავს ბებიებით და ბიძებით დაწყებული მამიდებით და ბიძებით დამთავრებული, ბიძამისმა ემილიანა სახელი ხელზე ამოისვირინგა… ემილიანაზე სანუკვარი ბავშვი არ ეგულებოდათ არცერთს მიუხედავად იმისა რომ მათაც შექმნეს ოჯახში მაგრამ დღემდე მაინჩ თინათინი ჰყავს ყველას საფიცრად…

უკვე ვახსენეთ რომ ემილია ყველას ძალიან უყვარდა და ყურადღებით გამოირჩეოდა, საუკეთესო სამოსი საუკეთესო ქვეყნებში მოგზაურობა ჯერ მისთვის იყო შემდეგ დანარჩენი დებისთვის, მალე სკოლაში სიარულიც მოუწია მაგრამ სწავლით დიდად არ იყო გატაცებული, სწავლობდა მაგრამ არა იმიტომ რომ უნდოდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა და გააზრებული ჰქონდა ყველაფერი ბაღის პერიოდიდან, როცა 7 წელი შეუსრულდა ემილიას, ბიძამისმა გურამმა მაშინდელი ლენინგრადიდან_სანტკ პეტერბურგიდან როიალიც კი ჩამოუტანა, მუდამ მადლობელი იყო ემილია გურამით მაგრამ…

ემილია მალევე დაეუფლა როიალს, სამეგრელოში საუკეთესო რეპეტიტორის წყალობით იგი საუკეთესო გახდა, მაგრამ მისი მონდომება უფრო მეტი იყო ვიდრე ნიჭიერება, დღეში 8 საათი მარტო როიალს უთმობდა

– ვაიმე,ჩქარა დახურე!შვილო სირცხვილია! მეზობელია გარდაცვლილი. ამდენი შეგნება არ გაქვს?

-დედა, ნათელა დეიდამ თვითონ მთხოვა დაუკარიო, როდესაც სამძიმარზე ვიყავი შესული, ასე მითხრა :ზურიკო როცა საუზმობდა მუდამ მომღმარი გისმენდა, სულ იმას მაყვედრიდა მე რატო არ მასწავლეთ შენ და მამაჩემმა პიანინოზე დაკვრაო, საშუალება არ მქონდა და ვერ ვასწავლე… გთხოვ ემილიანა ნუ შესწყვეტ, აკეთე ის რაც ჩემს შვილს ძალიან უხაროდა. როცა უკრავ ნაკლებად მაწვება დარდი.

-მართლა ესე გითხრა?-თავის დაქნევით დაუდასტურა-საწყალი ზურიკო, მიცვალებულს არაფერი ეშველება,ჰო, საწყალი დედამისი სხვა ყველას დაავიწყდება…

ძველი პოზიცია დაიკავა, თვალები დახუჭა,ჩაიღმა, თავი მარცხენა მხარეს გადახარა,თითებით როიალის კლავიშევს შეეხო, შემდეგ მარჯვნივ გადმოიხარა ისევ, მერე უკან გადაიხარა, აგრძელებდა დაკვრას, ახლა უკვე როიალისკენ და წინ და უკან აგრძელებდა რხევას,ოღონდ ნაზი მოძრაობით. თავს როიალისკენ ხრიდა შიგადაშიგ.

გზა შენისაკენ (1 თავი)

***

კარზე ბრახუნის ხმა შემომესმა,დაუყონებლივ ავდექი, რომ კარი დროულად გამეღო კარებთან კი, ჩემი დაქალი ატუზულიყო.

-რა ხდება? რას გევხარ?7

-დიხანს უნდა მალოდინო აქ ? -ჰო,შემოდი გავუძეხი მისაღებისკენ.

-რაიყო რა სახე გაქ? დალიე წუხელ? -სახე ჩამოუბანელი ჰქონდა ხოლო, ,თვალებზე ლაინერი ნახევრად ესვა,უფროსწორედ,ჩალ თვალზე ნახევრად, ხოლო დანარჩენი აზელილი ჰქონდა მთელს სახეზე.სიმართლე გითხრათ ძალიან მოუწესრიგებელი გოგო იყო, რაც  ძალიან მაღიზიანებდა.

-ხო ფისო დავლიე,ვკვდები! ყავა გამიკეთე რა! -ჩანთიდან ზუსტად ორი ცალი ,,Jacobs latte’’ ამოაძვრინა.ცოტა ხელმომჭირნეც იყო,მძაგს ხელმომჭრნეობა! განა მარტო ჩემთან, ჩემთან იმდენად არ აჩენდა ამ თვისებას. გასული წლის ფაქტი,არასოდეს წასიშლება ჩემი გონებიდან,როცა ტაქსი გააჩერა_ ავჭალიდან მარჯანიშვილამდე ზუსტად 2 ლარი გადაუხადა ტაქსის მძღოლს.ფეხითაც არ გაიარა სადარბაზომდე მიაყვანინა თავი ტაქსის მძღოლს, მძღოლმა მკვახედ გვითხრა-ბარემ სარუთულიც მითხარით და მაქამდეც აგიყვანთ- მინდოდა ამ ახალგაზრდა მელოტი ტაკსისისტის კაი პანჩური მეთავაზებინა მაგრამ, რატომღაც არ გავბედე, როცა მანქანიდან გადმოვედით და ვკითხე ლისას ღირებულება ნუ იმის იმედით რომ შევეწილებოდი მითხრა-რომ ორლარიანი მისცა მხოლოდ – გავბრაზდი!

-აჰა, დალიე- ფაიფურის ჭიქით გავუწოდე მდუღარე ყავა!

-შაქარი დაამატე?

-არა  არ დამიმატებია!

-რაიყო ეკონომიას აკეთებ? -მწვანე თვალებით ამომხედა,თან ცალი წარბი აწეული ჰქონდა ცალსახად იღიმოდა. სიგარეტის ყუთიდან ერთი ღერი ამოაძვრინა,წაუკიდა, სანთებელა სიგარეტის ყუთში ჩაჩურთა და ანგარიშმიუცემლად ,,ნაგლად’’ ჩემს ძველებურ მაგიდაზე მოისროლა, ჩაეშვა ჩემს ასევე ძველ სავარძელში, ფეხებგადაფარჩხული იჯდა.ცალი ხელით თმის ძირებს იფხანდა ცალი ხელით კი მთლიანად სიგარეტზე იყო გადართული! აი გონებას კი ვერ გეტყვით -დიდხანს მომიწია ამ სცენის ყურება და სტუმრის უკმაყოფილებაც დავიმსახურე

-რაიყო შეჩემა გელოდები!

-ლისა სიტყვები შეარჩიე!

-რაიყო შლიუხა გაგვინაზდი?

-არც არასოდეს მომიცია შენთვის უფლება ესე გესაუბა ჩემთან!-ტონს ავუწიე.

-*ლეზე დაიკიდე გელა-მინდოდა ეს მდუღარე ყავა ჩამესხა ხახაში, უჰჰჰ როგორ მომეშალა ნერვები მაგრამ არ შევიმჩნიე ,რაც მეტად მაცოფებდა მით უფრო ვუთმენდი,შემეძლო მარტივად ჩამევლო ქეჩოში და მეთრია თმებით. მარა არა მგონია, ზედმეტად ვაკვირდები ან მე ვარ ცუდ ხასიათზე, მუდამ ესეთია, დღეს რა გავიკვირვე…

-როგორ ხართ სახლში? ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინე არ მინდოდა მრისხანება შეემჩნია.

-არა გვიშავს, სოსო ისევ მუშაობს გადაიღლა გერმანიაში აპირებს წასვლას დავიღალეო წამდაუწუმ გაიძახის

-ხო, გერმანიაშ ვისთან?

-ახლობლებთან.მათ პატარა დაწესებულება აქვთ, სადაც სჭირდებათ პურის მცხობელი,ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებენ, მთავარია წასასვლელი თახა ჩვენ ვუზრუნველყოთ!

-ჰო, სხვა თუ არაფერი,საზღვარგარეთ იქნება.-თავი დავუქნიე !-სოსო,ლისას და სალის ძმა იყო,რადიკალურად განსხვავდებოდა დებისგან, ალბათ გაგეცინებათ როგორ უნდა გავდეს ძმას დები?მაგრამ, მართლა არაფერი ეცხათ სოსოსი. სოსოს ყველა პატივს სცემდა, ხალხშიც ცოტა სიტყა ეთქმოდა,როგორც პატიოსან კაცს. ცოტა გრუზინი იყო და არა ღრუზინი. ცოლიც სავარაუდოდ, ქალიშვილი უნდა ეთხოვა.ბოლო ხსენებული ჩემი მხოლოდ ჩემი მოსაზრება იყო.

-ფისო დღეს რას იცმევ?

-ჯერ არ ვიცი, -რეალურად დეაჩემმის ნაქონი შავი თხელ ნაქსოვის და შავი შარვლის გარდა უფრო  კლასიკური არაფერი მებადა-შენ რას აპირებ რაებს იცმევ?

-ფეხზე რაც მაცვია და კაბა იქაა-ჩანთისკენ მიმანიშნა რომელიც საცარძელზე იყო მიგდებული.

 

***

იმავე საღამოს ჩემი შეყვარებულის ბარის გახსნა იყო, მთელი ჩემი სადაქალო ლისა, ნენე,თათია,ხატია,სოფკა და ლისას და სალომე ჩემს სახლში ვფაციფუცობდით. სააბაზანოსთან რიგი  ჯერ კიდე არ იყო დასრულებული, როდესაც მეგობრობის დასტური მივიღე ,,Facebook’’_ში ჩამეღიმა… ლისამ ჩამიარა შემატყო სახე აციმციმებული მქონდა.

-რა გაცინებს შეჩემა?

-აუუუ ლისა იცი ვინ დამამატა? ნუ მოკლედ შენ ეგ არ იცი, აი იმ ბიჭმა ვისზეც ვაფრენდი ბავშვობაში.

-ჰოოო… ლევანი?- არ ვიცი რომელ ლევანს გულისხმობდა, სულ ორი ლევანი იყო პირველი რომელსაც მე ვაკოცე, მეორე რომელმაც აქეთ მაკოცა.

-არა გოგო არაა,ეგ სხვაა!რატო ვუხსნიდი ამდენს ვერ ვხვდებოდი, არადა არანაირი ისტორია არ მომიყოლია მანამდე  ვაჩეზე მისთვის. მოკლედ მთელი ისტორია მოვუყევი ჩემზე და ვაჩეზე, დაწყებული იქიდან თუ როგორ შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს,შემდეგ როგორ მიმაცილა სახლამდე.

უფრო  მომიცილა.

***

თითქმის მზად ვიყავით, გასასვლელად, ჩემი შეყვარებულის გამოგზავნილი შავი კაბა მეცვა, რომელზეც ხელით საგულდაგულოდ ლამაზად ამოქარგული ორნამენტები ამშვენებდა. უცხო რამ იყო, აშკარად საგულდაგულოდ ჩემთვის იყო შეკერილი, ფეხზეც მისი ნაყიდი შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიმეცვა.

-სოოფ, შეგიძლია ყავა მოხარშო? თხოვნით მივმართე სოფკას, მას არასდროს არაფერი ეზარებოდა, იშვიათი იყო რამეზე უარი ეთქვა.

-რათქმაუნდა ფისო, სწრაფად გაიწია სამზარეულოსკენ, მიყვარდა ეს გოგო!

-ლისა არ მივდივართ? აცუნდრუკდა სალი, როგორ ეჩქარებოდა გეგას რომელიმე ძმაკაცი გამოეჭირა, მანამდე გეგასაც დაადგა თვალი სანამ ტ*აკი არ მივაყენებინე, მაგრამ ახლა აშკარად ბესოს უმიზნებდა ფულიანი ეგონა ,მაგრამ არც ფულიანი არც ეგ წითელი პორშე იყო მაგისი და არც ის რესტორანი, რომელსაც იბრალებდა, ჩვეულებრივი რესტორნის მომმარაგებელი იყო.  ცოლიც კი ჰყავდა მაგრამ არაფერი დამცდენია.

-სალი უშენოდაც როგორმე გადაჭრიან წითელ ზონარს-ვუკბინე, თან გავუღიმე, გოგოებმა გადაიხარხარეს.

ტელეფონზე მესიჯი მომივიდა :

-როგორ ხარ? -ვაჩე იყო, გამეღიმა და დაფიქრებულად გავუგზავნე მესიჯზე პასუხი

-კარგად შენ?- მართლაც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.

-საით ხარ, თბილისში ხარ?

-ჰო -თავის დაფასების რეჟიმი გავააქტიურე.

-ვაჟაზე ხარ ბინით?

-ჰო მეც აქვე ახლოს ვარ, ამოგირბენინებ დღეს,გცალია?

-ჰო მცალია, აბა რა!

-შეხვედრამე :*

-შეხვედრამდე.

აღარაფერი მინდოდა, გადავწვიტე არსად წავსულიყავი, გოგოებს შევატყობინე ,რომ ვერ ვახერხებდი წამოსვლას, მთხოვდნენ რომ წამოვსულიყავი, მე კი მხოლოდ ტელეფონს დავსცქეროდი, ბოდიში მოვუხადე გოგოებს და საძინებელში კაბიანად წამოვწექი.

-მან მოგწერა?

-რას ბოდიალობ.

-აბა რა გჭირს? დარწმუნებული ვარ რომ ეგ ბიჭი უნდა ნახო!-დარწმუნებული იყო მის სიტყვების სისწორეში,არც ვამტყუვნებდი,ოღონდ გულში.- გეგას რა ვუთხრათ?

-მოვიფიქრებ მე თვითონ რამეს.

***

გოგოები დაიშალნენ,მე კი ვაჩეს მოლოდინში შემოვრჩი ეულად სახლს, თან მეღიმებოდა.

 

გზა შენამდე

,,ღმერთი ყველას უგზავნიას ადამიანს რომელსაც მისდაუნებურად შეუძლია ყველანაირი ქაოსი დაახშოს შენს პანტაპუნტით არეულ ცხოვრებაში… ამას ის კი არ აკეთებს არც შენ ეს თავისთავად ხდება… და საბოლოოდ ყველაფერი უბრუნდება იმ ადგილს რასაც შენ იმსახურებ”

გზა შენისკენ

ყოველი გიტარის სიმის ჩამოკვრაზე,ყოველ ბგერაზე შენი გაღიმებული სახე და დახუჭულ თვალზე მოდებული წამწამთა რხევა მელანდება”

გზა შენისაკენ -მარიამ მანჯგალაძე

შენ ხარ ჩემში მზე

mom,,სიბნელეში მარტივად შეგვიძლია ადამიანებს სინათლის წერტილის დანახვა, ხოლო სინათლეში ამ წერტილის დანახვა  შეუძლებელია მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ უცქირონ მზეს”

მარიამ მანჯგალაძე

შტორმი

    235655310 მუსიკა ვაფშე ყველაზე მაგარი რამეა ჯერ ნელა შემდეგ თითების მოძრაობით შემდეგ გულში კიდევ უფრო ღრმად შემოდის შემდეგ გადნება გულზე და რთულია მოიშორო მანამ სანამ სხვა მდუღარე ნივთიერებით არ ჩამოირეცხავ გულიდან მუსიკა სიყვარულს ჰგავს სიყვარულიც ხომ ასეა ესე ლამაზად ლამაზად იწყება მერე ცოტა რთულდება მერე ეს სირთულე შენც მოგწონს მერე ნელა ეშვები კიდევ უფრო ეშვები და ბოლოს შტორმი ბოლოს კი ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება შენც კი შეიძლება თავის ადგილს დაუბრუნდე მაგრამ არა როგორც ძველებური სპეტაკი და მომღიმარი სახით სირთულე ღარებს აჩენს რომლის შემვსები არსად შეიძლება ჰპოვო… გარდა ისევ გაბრწყინებული ბედნიერების თუმცა შტორმგამოვლილი ხარ და ეს არ გავიწყდება…   

მ.მანჯგალაძე